ვახტანგ სალია კარიერას “ნიუკასლში” გააგრძელებს

29 ოქტომბერი 2024, 22:09 269 ნახვა

“დინამო”თბილისის ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას “ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

ტრანსფერი ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სალია “ნიუკასლს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, როცა 18 წლის გახდება, მანამდე “დინამო” თბილისში იჯარით დარჩება.

17 წლის სალიამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 5 გოლი გატანა მოახერხა.

წარსულში “ნიუკასლ იუნაიტედში“ ორ ქართველ ფეხბურთელს თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში