ილია სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

06 დეკემბერი 2025, 14:41 130 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა.

გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში