აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

05 ნოემბერი 2024, 09:49 401 ნახვა

აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია. ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. წინასწარ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო 81 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. 

ოფიციალურად  არჩევნების დღე 5 ნოემბერია. წინასაწარი შედეგები უკვე  6 ნოემბერს გამოქვეყნდება. დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 ნოემბერი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. კამალა ჰარისმა თავის მხრივ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ღაზაში ომის დასასრულებლად. ბოლო კვლევებით 60 წლის კამალა ჰარისსა  და 78 წლის დონალდ ტრამს შორის ხმები ფაქტობრივად თანაბრად არის გადანაწილებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში