პერუში საფეხბურთო მატჩის დროს მეხის ჩამოვარდნისას ფეხბურთელი გარდაიცვალა

05 ნოემბერი 2024, 08:58 317 ნახვა

პერუს ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგით მატჩში "უანკაიო ბელავისტასა" და "ფამილია ჩოკას" შორის ტრაგედია დატრიალდა. 22-ე წუთზე არბიტრმა ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო თამაში შეწყვიტა და ფეხბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ამ დროს მოედანს მეხი დაეცა და რამდენიმე მოთამაშე მოწყვეტით დაეცა.

როგორ აღმოჩნდა, დაიღუპა 39 წლის მცველი ხოსე უგო დე ლა კრუს მესა, რომელიც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, 40 წლის მეკარე ხუან ჩოკა ლიატა კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, შედარებით მსუბუქი დაზიანება მიიღო კიდევ რამდენიმე მოთამაშემ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში