მოლაპარაკებების დასაწყებად ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე,  პუტინს დარჩება უკრაინის 20%, 80% იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა - ჯეიმს სტავრიდისი

10 ნოემბერი 2024, 19:06 250 ნახვა

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის, ჯეიმს სტავრიდისის პროგნოზით, დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ, სტავრიდისმა "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იგი ვარაუდობს, პუტინს დარჩება უკრაინის 20%, 80% კი - დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა იქნება.

ნატო-ს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება, სავარაუდოდ, კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ, უკვე, სამ-ხუთ წელიწადში უკრაინას ნატო-ში მიიღებენ.

„ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და ალბათ, ასე, დასრულდება უკრაინის კრიზისი“, – განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში