2017 წელს დანაშაულის მაჩვენებლები შემცირებულია

02 მაისი 2017, 00:00 2151 ნახვა

2017 წლის მარტში, სისხლის სამართლებრივი დევნა 1564 პირის მიმართ დაიწყო. გამოსაცდელი  ვადის გასვლამდე დანაშაული  383 პირმა ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 24,5%-ს შეადგენს.

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მეტი თბილისში  ფიქსირდება, 603 შემთხვევა,  ბათუმში კი 199.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი,  სისხლის სამართლებრივი დევნა 1 765 პპირის წინააღმდეგ დაიწყო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩაიდინა 393 მოქალაქემ.  ეს დევნა დაწყებული პირების 22,3%-ს შეადგენდა.    თბილისში 693, აჭარაში კი 244 დანაშაული დაფიქსირდა.

ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს

ამავე კატეგორიაში