''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები 11-12 მარტის მოვლენებზე გამოკითხეს

04 მაისი 2017, 00:00 3179 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი გიორგი აბულაძე, გიორგი კირთაძე და რეზო ხარაზი გუშინ შსს აჭარის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავების აინტერესებდათ შენიშნეს თუ არა პირები, რომლებიც მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

ამ დროისთვის სამართალდამცავების კითხვებზე ჯერ არ უპასუხია ელგუჯა ბაგრატიონს, რომელსაც ასევე მიუვიდა უწყება სამმართველოდან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში