აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი

24 აპრილი 2025, 14:10 203 ნახვა

სამ საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის მათ შორის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის და  ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მისცა.  

ამ წუთებში მოსამართლე ბრალდების მხარის  შესავალ სიტყვას ისმენს. მანამდე კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ   ხორციელდება ზეწოლა. დღეს პროკურატურამ  სასამართლოს მტკიცებულების სახით  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები წარუდგინა.

გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას  ედავება.  დანაშაულის 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში