საკონსტიტუციოში ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ზღვარის განსაზღვრაზე მსჯელობენ

05 მაისი 2017, 00:00 2277 ნახვა

მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.  საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითად განხილვას განაგრძობს. მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სადაო ნორმა  ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინის”, იგივე „კრაკადილის“ დიდი ოდენობით  პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსარჩელე აცხადებს, რომ სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალების ოდენობა. მოსარჩელე მხარის ინფორმაციით, მოქალაქე რომელსაც  0,009 გრამი დეზომორფინი აღმოაჩნდა,  იგივე მუხლით დაისაჯა, რომლითაც ის, ვისაც იგივე ნარკოტიკული საშუალება დიდი ოდენობით უპოვეს. მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის ინტერესებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იცავს.

ამავე კატეგორიაში