საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ დღეს ზეიმობს. თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა. საზეიმო ღონისძიება ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასაწყისშივე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულებს.
გაკეთდა განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყნის თავდაცვის ძალებსა და განვითარების იმ გზაზე, რომელიც აქამდე ქართულმა ჯარმა გაიარა.
ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს და ქართული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საზეიმო ღონისძიებაზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც.