ვახტანგ გომელაური რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა

01 მაისი 2025, 17:13 141 ნახვა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები გასცა.

მათივე ცნობით, სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნილ მაღალ მაჩვენებელზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში