მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე შემცირდა და 2027 წლის ჩათვლით, სარეკორდო გაუმჯობესებას გააგრძელებს

02 მაისი 2025, 10:51 119 ნახვა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს შესახებ სიღარიბის და თანასწორობის ახალი მოხსენება და 2027 წლის ჩათვლით სამომავლო პროგნოზები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის ჩვენებები ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე შემცირდა. უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილმა 2 წელიწადში თითქმის ორნახევარჯერ დაიკლო და 2024 წელს 1,8%-გაუთანაბრდა.

ბანკის პროგნოზით, ექსტრემალური სიღარიბის ეს მაჩვენებელი 2025 წელს 1,4%-მდე შემცირდება, ხოლო 2027 წელს 1,1%-ს გაუტოლდება. შედარებისთვის 2003 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მოსახლეობის 12,95%-ი იმყოფებოდა, 9 წელიწადში უმნიშვნელოდ, მხოლოდ 2.28 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2012 წელს 10,67%-ი გახდა. მაჩვენებელმა 2012 წლიდან მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო, 12 წელიწადში უკვე 6-ჯერ არის შემცირებული და დღეისათვის 1,8%-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში