დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი 2025, 17:58 82 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყობა  საბავშვო გასართობი კუთხეც.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში