ისრაელის ავიაციამ სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ობიექტებზე იერიში მიიტანა

02 მაისი 2025, 09:15 96 ნახვა

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა განახორციელა - ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის, რომ ისრაელი არ დაუშვებს სირიის ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე საფრთხის შექმნას.

დარტყმაზე კომენტარი სირიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია.

დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში