სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

02 მაისი 2025, 15:58 207 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თავმჯდომარემ რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სეზონი რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბათუმში გზებისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მათ დროულად დასრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ტურისტული კომფორტის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების გასაუმჯობესებლად.

ეკონომიკის მიმართულებით ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

სოფლის მეურნეობის სფეროში საუბარი შეეხო საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობას და სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების მიმდინარეობას — მათ შორის ფართობების დამუშავების, ტექნიკის მიწოდებისა და სხვა მხარდაჭერის მექანიზმებს.

ჯანდაცვის მიმართულებით, სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებაზე, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე და სოფლის ამბულატორიების ხელმისაწვდომობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში