სულხან თამაზაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს უმასპინძლა

03 მაისი 2025, 11:56 207 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი  საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და ბათუმში გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. მხარეებმა  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. სულხან თამაზაშვილმა  სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში