როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

04 მაისი 2025, 10:45 126 ნახვა

4 მაისს სინოპტიკოსები ბათუმში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ,  დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +17 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები აქაც წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. 

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

სოხუმში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +17 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში