ვატიკანში 9 დღიანი გლოვა დასრულდა

05 მაისი 2025, 09:50 112 ნახვა

ვატიკანში გლოვა დასრულდა.  კარდინალებმა სამგლოვიარო მესა, 9 დღის შემდეგ, უკანასკნელად შეასრულეს. ახლა კათოლიკური სამყარო ახალი პაპის არჩევას ელოდება. 135 კარდინალი, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელია, სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება.

კენჭისყრის დაწყებამდე ყველა კარდინალი დადებს ფიცს, რომ ის ერთგულად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას თუ მათ აირჩევენ. სწორედ სიქსტეს კაპელაში უნდა მოხდეს ახალი პაპის შერჩევაც. რეგლამენტის თანახმად, კარდინალები კაპელას კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ დატოვებენ.

რომის 276-ე პაპის არჩევას მსოფლიო, სიქსტეს კაპელიდან ამოსული თეთრი კვამლით შეიტყობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში