საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით - 398 განაცხადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, მათ შორის, 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 40 დარღვევის ფაქტი 64 საქმეზე დადასტურდა. საააგენტოს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 17 მოვაჭრეს - ჯარიმა 46 საქმეზე ჯამში - 16 846 ლარის ოდენობით დაეკისრა.
სააგენტოს ინფორმაციით, განცხადებების რაოდენობა 30%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სააგენტოში შესულ მიმართვიანობის რიცხვს.