ბუნდესტაგმა ახალი კანცლერი ვერ აირჩია

06 მაისი 2025, 14:46 99 ნახვა

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო. მერცის კადიდატურას საჭირო 316-დან  310 მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბუნდესტაგის სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შემდგომ ნაბიჯებზე კონსულტაციები გამართონ.

გერმანიის კანონმდებლობით, კანცლერობის კანდიდატმა არჩევისთვის უნდა მოიპოვოს ბუნდესტაგის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ წევრთა ნახევარს პლუს ერთი დამატებითი ხმა. თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას პირველ რაუნდში, ტარდება მეორე რაუნდი. შემდეგ ბუნდესტაგს აქვს 14 დღე კანცლერად სხვა კანდიდატის ასარჩევად.

თუ ხმის მიცემის მეორე რაუნდიც ვერ გამოიღებს შედეგს, არჩევნების პროცესი მესამე ფაზაში შედის, რაც დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში