ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი შეიკრიბა

07 მაისი 2025, 09:19 107 ნახვა

რომში პაპის კონკლავის დაწყებამდე შეერთებული შტატებიდან და კანადიდან ჩასულ კარდინალებს დახვედრა მოუწყვეს. კონკლავზე დასასწრებად  სიქსტეს კაპელაში შესული 133 კარდინალიდან ზოგიერთი ვატიკანის ორ სასტუმროში დარეგისტრირდა, სადაც ისინი იზოლაციაში იქნებიან, ვიდრე გადაწყდება, თუ ვინ  შეცვლის პაპ ფრანცისკეს.

კონკლავი ოთხშაბათს, შუადღისას, სიქსტეს კაპელაში დახურულ კარს მიღმა დაიწყება, სადაც 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს შეეძლება ხმის მიცემა. 

გასულ თვეში გარდაცვლილი ფრანცისკეს შემცვლელ ფავორიტ კანდიდატად რამდენიმე სასულიერო პირი სახელდება. 

ხმის მიცემა როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. უცნობია, შეძლებს თუ არა კონკლავი გადაწყვეტილების პირველივე დღეს მიღებას. თუ კონკლავმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლო საკვამურიდან შავი კვამლი ამოვა და შესაბამისად კენჭისყრა გაგრძელდება, სანამ თეთრი კვამლი არ გამოჩნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში