ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში რიგით მეოთხე სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო დაფები გადასცა.
უწყების ინფორმაციით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატო-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატო-ს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ჩატარდა.
მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა.