ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.