აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

09 მაისი 2025, 14:09 97 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დროებით დევნილ სორესტი ბერულავას ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში