ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაიხურა

11 მაისი 2025, 17:54 263 ნახვა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. გაიმართა სიმბოლური ცერემონია, რომელზეც ორგანიზატორმა კომპანიამ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა, სხვადასხვა კომპანიამ კი საჩუქრები გაათამაშეს. გამოფენა წელს უკვე მე-16 გაიმართა დ მასში 6 ქვეყნის 90 კომპანია მონაწილეობდა.

მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულ სფეროში მოღვაწე კომპანიების დაახლოვება და სამომავლო თანამშრომლობაა. გამოფენაში მონაწილეობდა ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც რეგიონი ოთხი სეზონის იმიტაციით ჰქონდა წარმოდგენილი.

აქ მომსვლელებს, შეეძლოთ ერთ სივრცეში ენახათ როგორც მთიანი აჭარა, ასევე მისი საზღვაო მიმართულება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი