ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის შესარჩევი ისლანდიასთან მატჩით დაასრულეს

12 მაისი 2025, 09:01 82 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი ისლანდიაში გამართა და 21:33 დამარცხდა. ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით გუნდებისთვის არაფერს წყვეტდა, საქართველოსაც და ისლანდიასაც ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოპოვებული ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ბოლო მატჩში თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა ხელბურთელს მისცა.

საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა შესარჩევში სამი მატჩი მოიგო, ექვსი ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წლის 15 იანვარს დაიწყება და მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი