ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე

12 მაისი 2025, 12:00 91 ნახვა

მართლმადიდებელი  ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ტაძრებში  საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან. თარიღთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი „გადარჩენისთვის“ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ:  წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მგალობელთა გუნდი;  გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი "მთიები"; ბათუმის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სალოტბარო სკოლა; სოფელ მაჭახელაში არსებული მალაყმაძეების ფოლკლორული ოჯახი. 

წმინდა სახარების მიხედვით,  უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება. ანდრიაპირველწოდებულის ხსენების დღე უქმეა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი