თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს მეტი ინტეგრაციისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ევროკავშირი-უკრაინის სამუშაო ჯგუფი ორშაბათს პირველად შეიკრიბება „თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის, ერთობლივი პროექტების ან ერთობლივი შესყიდვების პროცესების განვითარების ხელშესაწყობად“.