დღის წესრიგში ისევ რუსეთ-უკრაინის ომია და მისი მოგვარების გზები. შედგება თუ არა პირდაპირი მოლაპარაკება ორი ქვეყნის ლიდერს შორის ჯერჯერობით უცნობია.
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებები კიევს მოსკოვმა შესთავაზა და შეხვედრის ადგილად სტამბული დაასახელა, ზელენსკი თურქეთში პუტინს 15 მაისს ელოდება, კრემლისგან მსგავსი მზაობის შესახებ კი ჯერ არაფერია ცნობილი.