ხვალ ფრენბურთში როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის 2024-25 წლების საქართველოს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ქალთა შორის ოქროს მედლებისთვის „ბათუმი“ ევროპის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება, მესამე ადგილისთვის კი „თბილისი“ „იუჯის“ შეხვდება.
რაც შეეხება კაცებს, ბათუმმა“ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და მესამე ადგილისთვის „ცაგერს“ ეთამაშება, ჩემპიონის ვინაობას კი ერთმანეთში „გორი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები გაარკვევენ.