ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია

13 მაისი 2025, 10:29 83 ნახვა

ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. ნაშრომები მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრებმა - ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა შეაფასეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია – საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების პროცესში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა; ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. 

კონფერენციის დაარსების პირველივე წლიდან სამუშაო ენა ინგლისურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი