არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე და თანამდებობაზე არჩევიდან თითქმის 4 წლის შემდეგ ბათუმის მერმა პოსტი დატოვა. განცხადება არჩილ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა , თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ რა გახდა ვადამდე ადრე გადადგომის მიზეზი, ან სად გააგრძელებს საქმიანობას. მერის თანამდებობის დატოვებას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები.