ქვიშაზე ჭიდაობაში მამუკა კორძაიამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოიგო

14 მაისი 2025, 09:29 88 ნახვა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის სერიების პირველ ეტაპზე ქვიშაზე ჭიდაობაში ჯემალ კილაძის შეგირდებმა ორი ოქროს და თითო-თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა მამუკა კორძაიამ, რომელიც +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, ფინალში კი კუბელ ფალავანს მოუგო და პირველი სერიის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს ასევე ლევან ქელეხსაშვილმა, ნიკა კენჭაძემ და დავით ფირუზაშვილმაც.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, 80 კილოგრამში ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკა კენჭაძე, რაც შეეხება 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ფირუზაშვილს, ის ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა. მსოფლიო ჩემპიონატის სერიების მეორე ეტაპი 28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი