ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტში

14 მაისი 2025, 10:09 122 ნახვა

ქუთაისის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება, ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55,000 კვმ-ია.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი