დადგენილება „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ

14 მაისი 2025, 17:56 61 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მოამზადა.
განცხადების თანახმად, ე.წ. მეგობარ აქტში იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, ასევე შეიცავს არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას.
ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომელმაც შეიძლება, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი