თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, ბათუმის სპორტის სასახლის წარმომადგენელმა ანანო ჯინჭარაძემ რაპირით ფარიკაობაში ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ანანო კადეტთა და იუნიორთა შორის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, დიდების კატეგორიაში კი ეს მისი სადებიუტო ჩემპიონატი იყო და პირველივე ცდაზე ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა.
16 წლის სპორტსმენს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელის, რომელიც 20-30 ივლისს თბილისში გაიმართება.