სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

16 მაისი 2025, 14:15 154 ნახვა

სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი.

შეხვედრის შემდეგ ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ პოზიციები შეათანხმეს. აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობისა და ხანგრძლივი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი