სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

16 მაისი 2025, 14:45 157 ნახვა

რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ, დელეგაციის წარმომადგენლები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მივიდნენ. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს კოლონა, რომელსაც დელეგაციის წევრები სასახლის ტერიტორიაზე შეჰყავს.

უცხოურ მედიაში პროგნოზირებენ, რომ შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი ისედაც დაბალი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასსა და პუტინს შორის შეხვედრის გარეშე წინსვლა არ მოხდება, პროგრესის შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღმოსავლეთის ტურნეს დასრულების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნება და რუსეთის ლიდერთან, როგორც კი დაგეგმვას შეძლებს, შეხვედრა დააანონსა.

უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ პუტინის გადაწყვეტილება არ დასწრებოდა სტამბოლში მიმდინარე შეხვედრას, აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერი ომის დასრულების საკითხს სერიოზულად არ უყურებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი