ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი

19 მაისი 2025, 14:18 183 ნახვა

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო  ამ წუთებში  თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მანამდე კი იმავე ბრალდებაზე, თუმცა ბადრი ჯაფარიძის  საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დამატებასთან დაკავშირებით.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი