გამოფენა მუზეუმში

21 მაისი 2025, 19:54 129 ნახვა

„კომუნიკაციების ტრანსფორმაცია“ - ამ სახელწოდებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები ,რომლებიც ასახავს დროსთან ერთად როგორ იცვლებოდა კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების საშუალებები.
გამოფენილი ხელწერილები,სხვადასხვა ტიპის ტელეფონი, საბეჭდი მანქანები , რაციები, რადიოლა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ნახვა მსურველებს კვირის ბოლომდე შეუძლიათ.
გამოფენის გახსნაზე მუზეუმის თანამშრომლებმა პერფორმანსიც დადგეს. გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი