სან დიეგოში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რაიონიდან 100-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
განადგურდა ერთი სახლი და დაზიანდა მიმდებარე შენობები.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.