ისრაელის არმიამ ყველა მძევლის გათავისუფლება დაადასტურა

13 ოქტომბერი 2025, 14:05 117 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ ღაზაში პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ კიდევ 13 ცოცხალი მძევალი გადასცა წითელ ჯვარს. ისინი ამჟამად ღაზას სექტორში მდებარე ბაზებისკენ მიემართებიან. ჰამასმა მანამდე შვიდი მძევალი გაათავისუფლა, რაც ნიშნავს, რომ 20-ვე ცოცხალი მძევალი ახლა თავისუფალია.

ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ჰამასს ასევე მოეთხოვება 28 გარდაცვლილი მძევლის ცხედრის გადაცემა. ჰამასის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი მძევლების ცხედრები ისრაელს მოგვიანებით გადაეცემა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლების პირველი ფოტოები.

ჰამასის მიერ ისრაელელი  მძევლების გათავისუფლების პარალელურად ისრაელის ციხეებში მყოფი 250 პალესტინელი პატიმრის და ღაზაში დაკავებული 1700 ადამიანის, მათ შორის 22 ბავშვის, გათავისუფლებაც მიმდინარეობს.

ისრაელმა უარი თქვა შვიდი პატიმრის გათავისუფლებაზე, რომელთა გათავისუფლებასაც ჰამასი ითხოვდა, მათ შორის მარვან ბარგუტი და აჰმად საადატია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე