დონალდ ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების ინიციტივით გამოვიდა

23 მაისი 2025, 20:03 96 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი 1-ლი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფის დაწესების ინიციატივით გამოდის. სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა ევროკავშირის სავაჭრო ბარიერებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავაჭრო დეფიციტი შტატებთან წელიწადში 250 მილიონ დოლარზე მეტია, რაც მისთვის მიუღებელია.

ტრამპის თქმით, ევროკავშირი რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებზე სავაჭრო საკითხებში უპირატესობის მოპოვების მიზნით შეიქმნა, გარიგებისთვის რთული აღმოჩნდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა  ევროკავშირის სავაჭრო ბარიერები, დღგ-ის გადასახადები და არაფულადი სავაჭრო ბარიერები, რომლებიც შტატებისთვის სავაჭრო დეფიციტამდე მიდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში