ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

24 მაისი 2025, 17:45 258 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში