სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

13 ოქტომბერი 2025, 19:40 106 ნახვა

ტელეკომპანია "იმედის" ეთერის გათიშვაზე სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. დროებით გაჩერდა „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობაც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე