საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით გაიმართა ტრადიციული სპორტული თამაშები ვეტერანთა შორის.
შეჯიბრება სპორტის ექვს სახეობაში შედგა, ესენია: მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, დარტსი, შაში, ბადმინტონი და ჭადრაკი. ტურნირი მამაკაცთა და ქალთა შორის ჩატარდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც მედლებთან, თასებთან და სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.