ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

27 მაისი 2025, 09:10 134 ნახვა

“ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი, გვიან ღამით დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, დაკავებას წინ უძღოდა აქციის მონაწილეებს შორის ხმამაღალი საუბარი. 

ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში