აშშ-ის სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დაბლოკა

29 მაისი 2025, 11:35 134 ნახვა

აშშ-ის სხვადასხვა შტატის წარმომადგენლებმა  საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაბლოკა  დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვან შეზღუდვად შეაფასეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც იმპორტზე ფართო, ყოვლისმომცველი გადასახადები დააწესა.

დასავლეთ ვირჯინიის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა რაილი მურმა დაგმო გადაწყვეტილება და მას აღმაშფოთებელი უწოდა. მისი თქმით,  კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აშშ-ის ორმხრივი ვაჭრობის აქტი, რომელიც გაანეიტრალებს ამ მოსამართლის სასაცილო „გადაწყვეტილებას“ პრეზიდენტ ტრამპის ორმხრივი ტარიფების წინააღმდეგ“.

მკვეთრად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ვირჯინიის დემოკრატ წარმომადგენელს მარკ უორნერს, რომელიც დაეთანხმა  სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ  იგი ამერიკულ ბიზნესებსა და ოჯახებს ამ სასტიკი გადასახადებისგან ათავისუფლებს. 

მოსამართლეებმა დაავალეს ტრამპის ადმინისტრაციას, 10 დღის ვადაში გამოსცეს ახალი ბრძანებები, რომლებიც ასახავს მუდმივ აკრძალვას.

ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის შემდეგ შეიტანა სააპელაციო საჩივარი და ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს უფლებამოსილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში