ბათუმის საკრებულოს სხდომა

30 მაისი 2025, 12:08 211 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე მსჯელობენ. მათ შორის შანიძის ქუჩაზე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემის თაობაზე მსჯელობენ, მუნიციპალური ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქალაქში რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალური დაფის განთავსებას.

სანამ საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაიწყებდნენ, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი