ბათუმის საკრებულოს სხდომა

01 დეკემბერი 2025, 14:19 81 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე  მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს,  ცვლილება  როგორც შემოსულობების, ასევე  გადასახადების ნაწილს შეეხო. მიმდინარე წლის  ბიუჯეტი 40 ათასი ლარით გაიზარდა და  564 მილიონ  563 ათას ლარს შეადგენს, თანხები   ინფრასტრუქტურულ ,ჯანდაცვისა და განათლების მიმართულების პროგრამებზე გადანაწილდა.

ოპოზიციონერ ვაჟა დარჩიას  ჰქონდა იდეა, რომ  გამოთავსუფლებული თანხები პირველკლასელთა უფასო კვებას მოხმარებოდა, რასაც დეპუტატების მხრიდან განცხადებები მოყვა, მმართველ  პარტიაში დარჩიას განაცხადს  პოპულისტური უწოდეს და  აღნიშნეს, რომ  საკითხი პრემიერ მინისტრის  მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმაში იქნება  გათვალისწინებული. ვაჟა დარჩიას ასევე პრეტენზია  ჰქონდა ,რატომ  არ ესწრებოდა ბათუმის მერი  სხდომას ,როგორც აღნიშნა მასთან  უკანონო მშენებლობებსა და ამ სფეროში არსებულ კორუფციაზე ჰქონდა კითხვები. 

სხდომაზე ასევე განცხადებები გაკეთდა  დღის წესრიგის მიღმა რამდენიმე საკითხზე, დეპუტატები გამოეხმაურნენ  ალეკო ელისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ინციდენტს, ასევე საუბარი შეეხო ევროპარლამენტის რეზოლუციას,რომლითაც 16 წლამდე არასრულწლოვნებს  სოც ქსელებთან წვდომა ეზღუდებათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში